„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
465
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
080.180.020.05.001.003.307
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ სასამართლოში შეაქვს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრულ სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს.“.

2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 24. საპროკურორო ზედამხედველობა

ტერორიზმთან ბრძოლისას საქართველოს კანონმდებლობის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს მთავარი პროკურორი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალურად უფლებამოსილი პროკურორი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№465–რს

კრებსითი — სრული ვერსია