„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-13
სარეგისტრაციო კოდი
020080150.22.023.016135
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №10

2013 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №30 ბრძანებას (სსმ,15/07/2011, 020080150.22.023.016071) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილნი არიან შეადგინონ ამ ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული  და  დამზადებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები მათი მარაგის სრულ ამოწურვამდე.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

კრებსითი — სრული ვერსია