ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016123
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2013 წლის 7 მაისი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 821)

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.    დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი – უფროსის მოადგილე;

გ) წამყვანი სპეციალისტი  – მორიგე ცვლის უფროსი;

დ) უფროსი სპეციალისტი – მეხანძრე, მაშველი, მძღოლი.

ე) სპეციალისტი – დისპეტჩერი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი, საქმისმწარმოებელი, დამლაგებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია