საქმე № 2/1323
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ
201 3 წლის 30 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 201 3 წლის 29 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გ ანჩინებაში ( საქმ ე ს № 2/1323 ) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,პოლიგრაფისტის’’ მიმართ.
2013 წლის 29 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა კრედიტორთა კრება.
სასამართლოს მიაჩნია , რომ აღნიშნულ განჩინებაში შეტანილი უნდა იქნეს შესწორება შემდეგი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260- ე მუხლის თანახმად , სასამართლოს შეუძლია მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები , თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია . შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე . მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ზეპირი განხილვის გარეშე მოხდეს უსწორობის გასწორების საკითხის განხილვა .
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება , რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 201 3 წლის 29 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უსწორობა. კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად სს ,,პოლიგრაფისტისა’’ მითითებულია შპს ,,ბათოილი’’. სასამართლო თვლის , რომ დასახელებული უსწორობის გასწორება არ ცვლის მიღებული განჩინების შინაარსს , რის გამოც დასაშვებია დაშვებული ტექნიკური სახის უსწორობის გასწორება განჩინებით . იგი მოყვანილი უნდა იქნეს აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილთან შესაბამისობაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260- ე 284- ე , 285- ე , 414- ე , 416- ე მუხლებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებაში ( საქმე № 2/1323 ) დაშვებული უსწორობა; კერძოდ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, ნაცვლად შპს ,,ბათოილისა’’ მითითებულ იქნეს სს ,,პოლიგრაფისტი’’.
2 . დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.
3 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . ქ . ქუთაისი. კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე