„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-31
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016534
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №133

2013 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 22-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 
3. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII-01) გამოყენებით.“.

4. თავი X ამოღებულ იქნეს.
5. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ან:

ა) ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;

 ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში - ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით - სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო   საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან . 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013  წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.

 



ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია