„საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის №912 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
284
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-10
სარეგისტრაციო კოდი
050020000.08.002.016790
„საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის №912 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №284

2013 წლის 7 მაისი

 ქ. თბილისი

 

„საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის №912 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის №912 ბრძანებულებაში (სსმ, №150, 16/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს.“.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია