1.
პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 37-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.
|