„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ.,№18, მუხლი 156) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებ.“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირს უფლება აქვს ყოველ კონკურსში დასაფინანსებლად წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი.“.
|