„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, №18, მუხლი 159, 2001წ.) დამტკიცებული დებულების მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
|