1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 იანვრის №46 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი,31.01.2013წ. 120260020.08.002.016744) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1200 წვევამდელით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 700 წვევამდელით.“.
|