,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-07
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.165.016090
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 30 აპრილი

ქ. საგარეჯო

 

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის  ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა  და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №3  დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:
 

,,მუხლი 9. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე  მიმაგრებული და  მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული  მიწის ნაკვეთები,  აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013  წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი

კრებსითი — სრული ვერსია