|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში (გაზეთი ,,24 საათი’’ 30.12.2008 წ., №293; სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.37.101.012.520) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 მაისიდან. |
|