კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის №3 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/01/2013) დამტკიცებულ ,,საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს გამარჯვებულ მიმწოდებელს საბეჭდი ქაღალდის მიწოდების მოთხოვნით.“.
|