„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.158.016128
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2013 წლის 29 აპრილი

ქ. ბოლნისი

 

,, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  15 თებერვლის  №8  დადგენილებით  (ვებგვერდი, 20/02/2013,  010260020.35. 158. 016120)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე

კრებსითი — სრული ვერსია