„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
399
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-04
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.003.294
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა თანამდებობრივი სარგოს დანამატი. სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში) გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატი. დანამატის გაანგარიშების საფუძველია მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 ოქტომბერი.

№399–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია