სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
ს-116
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-08
სარეგისტრაციო კოდი
380050000.33.058.016038
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
 

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-116

2013 წლის 7 მაისი

ქ. ბათუმი

 

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილების, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2007 წლის 01 მაისის  № 44 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის  „პ2“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს    სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის  თანდართული ფორმა.
მუხლი 2
სალიცენზიო მოწმობა შედგენილ იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცეს ლიცენზიანტს, მეორე ინახებოდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე

კრებსითი — სრული ვერსია