,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
269
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-25
სარეგისტრაციო კოდი
010240080.08.002.016780
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №269

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებული  ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხის“ 5.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.6. ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ობიექტებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული  სამშენებლო-სარემონტო  მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია