საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1753
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2002-12-10
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.149
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 514 და 515 მუხლები:

     „მუხლი 514. მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება

მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

    მუხლი 515. მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია

მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.“.

2. 222-ე მუხლის პირველ ნაწილს რიცხვის „513“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „514, 515,“.

3. 239-ე მუხლს რიცხვის „513“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „514, 515,“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 19 ნოემბერი.

№1753–Iს

კრებსითი — სრული ვერსია