საქმე №2/33
ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლის 16 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე;
სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე , 285- ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,, კოლხური აბრეშუმის “ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2013 წლის 08 მაისს , 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით :
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება .
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . №11 , მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . : ქ . ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე