„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
325
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-20
სარეგისტრაციო კოდი
160.020.020.05.001.003.284
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 7 ოქტომბერი.

№325–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია