საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება № 1/33
2013 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-20 მ უხლის მე-4-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 70 მოსამართლით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 25 მოსამართლით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 27 მოსამართლით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 18 მოსამართლით.“ ;
ბ) 58-ე მ უხლის მე-3-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 44 მოსამართლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა – 15 მოსამართლის შემადგენლობით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 12 მოსამართლის შემადგენლობით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – 11 მოსამართლის შემადგენლობით;
დ) საგამოძიებო კოლეგია – 6 მოსამართლის შემადგენლობით.“.
2. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან .
3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი