„ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგად წესში" შევიდეს ცვლილება და მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:
,,10
2. ამ მუხლის მე–10 და 10
1 პუნქტებით გათვალისწინებული გადასვენების ხანდაზმულობის ვადები არ გავრცელდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსასვენებელ გარდაცვლილთა დაკრძალვისათვის გაცემულ საფლავებზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასვენების ფაქტი უნდა დადასტურდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.
|