|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3321 მუხლი:
„მუხლი 3321. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძველი ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 აპრილი 2013 წ. N547-IIს |