,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (სსმ, 07.04.2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების”
ა) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს.“;
ბ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.გ.გ“ ქვეპუნქტი:
,,დ.გ.გ) იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, ამ პუნქტის ,,დ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი მიმართავს იმ რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობდა ლიკვიდირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. რესურსცენტრი განსაზღვრავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც პირი უნდა დარეგისტრირდეს.“.
|