„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14.06.436
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-22
სარეგისტრაციო კოდი
330120000.37.101.016154
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მთავრობა

დადგენილება №14.06.436

2013 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში (ვებგვერდი, 250211, 25/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 330.120.000.37.101.016.033) და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად  და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქ. თბილისის მერის მოადგილედავით ალავიძე

კრებსითი — სრული ვერსია