შეტანილ იქნეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №31 დადგენილებაში და დადგენილების მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ“) საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება მაინც.“.
|