„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
250
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-17
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.016777
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №250

2013 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საორგანიზაციო სამსახური.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

„21. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) საქართველოს პრეზიდენტისა ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მიერ გასამართი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია