|
,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 18/01/2012; 010.260.050.35.148.016.087) და დადგენილების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|