საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-09
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.003.273
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1071 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის მიერ ზედამხედველობისა და კონტროლის არაჯეროვნად განხორციელების გამო შესაძლებელი გახდა იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის მიერ დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 სექტემბერი.

№296–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია