|
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ- საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2003 წ., № 126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ თანამდებობრივ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 41 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენერალური ინსპექციის საფინანსო და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მოსამსახურეები, გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს მოსამსახურეები.“; |
ბ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი), განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი), საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე; გ) დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში), უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში), უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში), უფროსი მორიგე ინსპექტორი, ინსპექტორი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაური; დ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|