„აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში, რომელიც გამოქვეყნებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (04/03/2013 წელს, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016118), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ: დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით.
4, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით.“.
|