„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/236
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-15
სარეგისტრაციო კოდი
040040040.22.055.016022
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/236

2013 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 156) დაემატოს შემდეგი შინაარსის „101 “   პუნქტი:

,,101. პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხ ზე გადაწყვეტილების მიღებამდე  სათათბიროს უფლება აქვს, რომ  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საშუალებით პროექტის წარმომდგენ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირს მიმართოს რეკომენდაციით წარმოდგენილი პროექტის ფინანსურ პარამეტრებში კორექტივების შეტანისა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით წარმოდგენის თაობაზე , თუ  მოცემული პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შეესაბამება სათათბიროს მიერ განსაზღვრულ დასაფინანსებელ პრიორიტეტებს და ამ მხრივ მიზანშეწონილია მისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერ ა“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია