სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
294
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-09
სარეგისტრაციო კოდი
040.170.020.05.001.003.272
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული ორგანიზაციაა. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომელთა მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი მონაწილეობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2011 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 სექტემბერი.

№294–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია