|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 204 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 მარტის № 17 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ .
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი |
ქონების გადასახადის განაკვეთები |
| მუხლი 1 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. |
| მუხლი 2 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. |
| მუხლი 3 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. |
| მუხლი 4 |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
|
| მუხლი 5 |
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოეფიციენტებია:
ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ. გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.2; ბ) შუალედური ზონისთვის (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0 ; ბ ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 0.8 . 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:
|
| მუხლი 6 |
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობების ზღვრული ოდენობა :
ა ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 15000 კვ . მ - ით ;
ბ ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობები გადასახადისაგან გათავისუფლდეს სრულად . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა , ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206- ე მუხლი . გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 3 მაისის დადგენილება №1 5 - ვებგვერდი, 2 8 .05.2013წ.
|