შპს „ TRUSTY BROKER “ - ის სადაზღვევო ბროკერად
რეგისტრაციის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51 - ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 - ე მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის № 124/01 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „TRUSTY BROKER“ რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი 01201 7.
2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანოს შპს „TRUSTY BROKER“-ის სარეგისტრაციო მონაცემები.
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( ქ . თბილისი , დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო . ნადარაია