პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
266
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-30
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.003.270
პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ გენერალური პროკურორის დანიშვნისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 12 სექტემბერი.

№266–IIს

კრებსითი — სრული ვერსია