,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016139
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

                                                                                                   

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №9

2013 წლის 10 აპრილი

ქ. ხონი

 

,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

   „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:


მუხლი 1
 

დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „ხონის მუმიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქე, რომელიც დიალიზის მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა ქალაქებში, დაფინანსდეს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარის ოდენობით სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა - თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის.".

მუხლი 2
 

 დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. ოჯახების, რომელთაც გააჩნიათ 70001-ან ზევით სარეიტინგო ქულა ოპერაციული მკურნალობის სტაციონარული ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის კვლევების  სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვროს 1 000 (ათასი) ლარამდე.".

მუხლი 3
 

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება  ,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ".

მუხლი 4
 

დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 

 


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევლადიმერ სულაბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია