,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 2005წ., №143, მუხ.1592) დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულებით. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.”.
|