საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
262
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.003.267
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) 176-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ იმ ფრაქციის (ფრაქციების) წარმომადგენლები, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და ის პარლამენტის წევრები, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

22. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა არ არის სავალდებულო, თუ მისი დაკომპლექტება შეუძლებელია ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

  ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 12 სექტემბერი.

№262 _ IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია