|
„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში და დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილებას; ა.ბ. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას; ა.გ. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობის განყოფილებას; ა.დ. სოციალურ საკითხთა განყოფილებას; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა. საბიუჯეტო-საგეგმო განყოფილებას; ბ.ბ. ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას; ბ.გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას; ბ.დ. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილებას. გ) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს: გ.ა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას; გ.ბ. განათლების განყოფილებას. დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს: დ.ა ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილებას; დ.ბ.ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას; დ.გ. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას. ე) იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს; ე.ა. ზედამხედველობის განყოფილებას. ვ) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური; ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|