„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შემდეგ მასთან შრომით ხელშეკრულებას (რომელიც შეთანხმებულია „MCC“-სთან) აფორმებს სამეთვალყურეო საბჭო.“.
|