„მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-15
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.159.016119
„მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2013 წლის 5 აპრილი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 16 მარტის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი, 16/03/2012, სარეგ.კოდი: 200230000.35.159.016083) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
,,მარნეულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 16 მარტის №16 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე-60, 202-206-ე მუხლებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი

კრებსითი — სრული ვერსია