|
„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, სარეგ. კოდი 210020010.35.159.016024) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|