|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახური, რომელიც მოიცავს: თ.ა) საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილებას; თ.ბ) ტურიზმის განყოფილებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|