|
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: |
1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის „საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება. |
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
|