„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
457-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
040050000.05.001.016950
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

    ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − გეოლოგიური ფონდისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;“;

    ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „თ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობისა და გაზის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N457-რს

კრებსითი — სრული ვერსია