„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
455-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
360060000.05.001.016966
„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თბილისის ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.“.

    2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N455-რს

კრებსითი — სრული ვერსია