„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
450-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010240010.05.001.016963
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.05.001.016196) მე-2 მუხლის:

    ა) პირველი–მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

    ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

    გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო)  ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში ჩაითვალოს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ.“;

    დ) მე-12–მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N450-რს

კრებსითი — სრული ვერსია