|
მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის 111 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„111. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ადგენს იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის ტრანზიტით გადაადგილება, და ტრანზიტის ნებართვის გაცემამდე აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს. |
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N471-რს |