|
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 320 ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს. |
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N459-რს |